სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ისრაელის ელჩი მიიღო

7 ივნისი, 2023
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდნენ. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებებსა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
 
,,იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს ჰყავს დამეგობრებული ქალაქები ისრაელში. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ისრაელის ახალი ელჩი ჩართულია ზოგადად იმერეთის და ისრაელის მომავალ თანამშრომლობაში. იმედი მაქვს ძალიან საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ ერთად.
 
დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ისრაელის სხვადასხვა საგანმანათლებლო სტრუქტურებს შორის იწყება თანამშრომლობა, რაც ვფიქრობ დადებითად აისახება, როგორც უნივერსიტეტზე ისე ჩვენს ქალაქზე“ - ზვიად შალამბერიძე.
 
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალსა და ბიზნეს გარემოზე.