სიახლეები

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა იგეგმება

7 ივნისი, 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქუთაისში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
 
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 ბინის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება სამი 12-სართულიანი კორპუსი.
 
სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი - 77 347 872 ლარს შეადგენს.
 
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.