სიახლეები

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი

6 ივნისი, 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
 
ამ დროისთვის დასრულებულია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობის რეაბილიტაცია, რაზეც 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
 
ამჟამად, მიმდინარეობს ცენტრალური პარკის და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 14.8 მილიონი ლარია.
ასევე, მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია.
 
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.