სიახლეები

ქუთაისში მესამე საერთაშორისო ფორუმი „ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა

31 მაისი, 2023
ქუთაისში მესამე საერთაშორისო ფორუმი „ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართა. 
 
აღნიშნულ ფორუმზე აქცენტი ევროკავშირისა და ქალაქ ქუთაისის ერთობლივ პროექტზე გაკეთდა. კერძოდ ,,ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნეს-სექტორს შორის სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმები, ასევე, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მეთოდები.
 
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ასევე შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე და მოადგილე ლევან კიკნაველიძე.
 
2019 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტმა დაარსა ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი (KIF) „ევროკავშირის მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ინიციატივასთან და USAID -ის „კარგი მმართველობის პროგრამასთან“ თანამშრომლობით.
 
ფორუმის დაარსებით, ქალაქი ქუთაისი მიზნად ისახავს გახდეს მდგრადი ურბანული განვითარების შესახებ ინოვაციური იდეების და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის პლატფორმა, საშუალო და მეორე დონის ქალაქებში და ხელი შეუწყოს მრავალდისციპლინარული დიალოგის გაძლიერებას სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
 
პროექტის პარტნიორები არიან : ევროკავშირი (EU), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG).