სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავება-მიღების შესახებ საჯარო კონსულტაცია გაიმართა. საკითხის მნიშვნელობაზე და შესაბამისად კლიმატის ცვლილებების კანონის აუცილებლობაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ისაუბრა. ასევე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა და ჩვენი დროის განმსაზღვრელი კრიზისია. ასევე, განმარტა, რომ საკითხის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა შექმნის ერთიან მიდგომას კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი დრო დაუთმოთ გარემოს უსაფრთხოებას და შევამციროთ ხელოვნურად მისი დაბინძურება.
საქართველო წლებია ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად, თუმცა კლიმატის ცვლილების სფეროში გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ დღეისთვის ქვეყანაში არ არსებობს კლიმატის ცვლილების სფეროს სამართლებრივი რეგულირების ბაზა, რომელიც მიმდინარე პროცესებს პერმანენტულ ხასიათს მისცემდა, ამიტომ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება ფრაგმენტულია.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ კანონის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოების ფართო წრეების აქტიური მონაწილოებით.
საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის კანონის ეგრეთ წოდებული „თეთრი წიგნი“, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |