სიახლეები

ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა

12 მაისი, 2023
ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე, სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა.
 
შენობაში მოეწყო რთული ცოცვის კედელი და კალათბურთის დარბაზი, აღიჭურვა უსაფრთხოების ლეიბებით, შეიცვალა გადახურვა, კარ-ფანჯარა, წყალმომარაგების და ელექტროობის სისტემები.
 
პროექტი 700 000 ლარზე მეტი დაჯდა და დაფინანსდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით.
 
განახლებული სპორტული დარბაზი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
 
მეკლდეურობა ქუთაისში საკმაოდ პოპულარული სპორტია და ეს ახალი სავარჯიშო დარბაზი ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას.