სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლაში მიწისძვრის დროს გაჩენილი ხანძრის სიმულაციური სწავლება ჩაატარეს. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 5-დან 18 წლამდე აღსაზრდელები სწავლობენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, შენობიდან 36 სკოლის აღსაზრდელის და 53 თანამშრომლის ევაკუაციას მოახდინეს. აღნიშნული სწავლება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში’’ ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელებისა და პერსონალის მზადყოფნა, ასევე, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირებისთვის საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
იანვარი 2025 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |