სიახლეები

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა

2 მაისი, 2023
ქუთაისის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ვახტანგ კახიძის დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა.
დღესვე ქალაქ ქუთაისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება 9 ადამიანს მიენიჭა.
1️⃣ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ქალბატონ ნანული კაკაურიძეს;
2️⃣ მელიტონ-ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კამერული გუნდის მთავარ დირიჟორს ქალბატონ ირინა ლომინაძეს;
3️⃣ ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების ბიბლიოგრაფს, ჟურნალისტიკისა და სამართლის კოლეჯის დირექტორ-დამფუძნებელს, ჟურნალისტს, ქალბატონ ნანული ცხვედიანს;
4️⃣ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტენელოგიების დეპარტამენტის ლექტორს, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატს, ასოცირებულ პოფესორს, ქართველ ებრაელთს სათვისტომოს თვალაჩინო წარმომადგენელს ქალბატონ დოდო თავდიდიშვილს;
5️⃣ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ბატონ ღასან ხალილს;
6️⃣ კათოლიკური ეკლესიის ქალაქის თემის ხელმძღვანელსა და წინამძღვარს, მამა გაბრიელ ბრაგანტინს;
7️⃣ საქართველოს პარლამენტის წევრს, ანსამბლ „ქართული ხმების“ სოლისტს, იმერეთის რეგიონში ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ გივი ჭიჭინაძეს;
8️⃣ ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში გამოჩენილ ჭეშმარიტ ქუთაისელს, ქალაქის ყოფილ მერს ბატონ რამაზ მხეიძეს;
9️⃣ კლინიკა „ლჯ“-ის რედიოლოგიური დეპაატამენტის ხელმძღვანელს, ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ და პროფესიონალ ექიმს ბატონ თემურ ტაბიძეს.