ქუთაისში ‘’გვირილობის’’, იგივე ,,ქუთაისქალაქობის” სახალხო დღესასწაულს წელს, პირველად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შეუერთდა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ადგილობრივი ხელოვანების 30-მდე ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
გამოფენა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუმებულმა ზვიად შალამბერიძემ აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად დაათვალიერა.
,,ქუთაისობის დღესასწაული წელს შევეცადეთ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო წინა წლებთან შედარებით. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე ქუთაისში რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება ღონისძიებები გაშლილი. აქტივობებს წელს პირველად შეუერთდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და წარმოდგენილია ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქუთაისობის დღესასწაულს” - ზვიად შალამბერიძე.
სამომავლოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, როგორც რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი,აქტიურად იქნება წარმოდგენილი ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომელიც უკავშირდება ქუთაისს და იმერეთის რეგიონს.