სიახლეები

სპორტის საერთაშორისო დღეს იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი შეუერთდა

6 აპრილი, 2023
სპორტის საერთაშორისო დღეს იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი შეუერთდა და მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული ღონისძიება იმართება.
 
ზესტაფონში სპორტული აქტივობების ფარგლებში სასპორტო სკოლაში, ზესტაფონის პირველი მოფარიკავეს და ფარიკაობის სკოლის დამაარსებლის სიმონ საყვარელიძის და ტიტულოვანი მოჭიდავის ჯონდო ჯანიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
 
საზოგადოებამ მათ სპორტულ მიღწევებსა და დამსახურებებზე ისაუბრა, როგორც აღინიშნა მათ არაერთი სახელოვანი სპორტსმენი ყავთ აღზრდილი.
 
ცერემონიის დასრულების შემდეგ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, სასპორტო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს შესაბამისი ინვენტარი გადასცა და წარმატებები უსურვა.
 
ასევე, მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე გარბენი მოეწყო. მარათონულ გარბენში მონაწილეობა სასპორტო სკოლის, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს.
 
ზესტაფონში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთში, იმერეთის რეგიონის სკოლებს შორის ფინალური შეხვედრა მიმდინარეობს.