სიახლეები

ქართული მუსიკის მე-7 ეროვნული კონკურსის დასკვნითი კონცერტი გაიმართა

5 აპრილი, 2023
ზესტაფონის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში ქართული მუსიკის მე-7 ეროვნული კონკურსის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
 
დღესვე გამოვლინდნენ კონკურსის საუკეთესო მონაწილეები. სპეციალური პრიზი დააწესა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ, რომელიც ზვიად შალამბერიძემ ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეს, საორკესტრო განყოფილების მევიოლინეს ნინო სანოძეს გადასცა.
 
ქართული კლასიკური მუსიკის კონკურსი მუნიციპალიტეტებს შორის, პირველად ზესტაფონში ჩატარდა. კონკურსში ქვეყნის მასშტაბით 138 კონკურსანტი მონაწილეობდა.
 
მუსიკალური ღონისძიება, ცნობილი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის და ხელოვნების სკოლის ორგანიზებით გაიმართა.
 
ქართული მუსიკის მე-7 ეროვნული კონკურსი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში 2 აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.