სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის ბავშვთა ხელოვნების გალერეაში ბავშვთა ნამუშევრების საგაზაფხულო გამოფენა მოეწყო. ნამუშევრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე–მერმა ნოდარ მიქიაშვილმა დაათვალიერეს. მხარის რწმუნებულმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვითაც მიმართა, სადაც მსგავსი ტიპის ღონისძიებების მოწყობის აუცილებლობასა და გუბერნიის მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
გალერეაში ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეების 500 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. საგაზაფხულო გამოფენა უკვე მეორედ ჩატარდა და მისი მხარდამჭერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |