სიახლეები

შეხვედრა იმერეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან

3 აპრილი, 2023
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე რეგიონში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვერდაზე იმერეთში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისგან რეგიონში ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და იმერეთის ტურისტული შესაძლებლობები განიხილეს.
 
,,რეგიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული კერძო სექტორის მონაწილეობით. სწორედ ასეთი შეხვედრები უწყობს ხელს, რომ ჩვენ მომავალშიც ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის მეშვეობით შევიმუშაოთ კიდევ უფრო საინტერესო პროექტები. ერთობლივი ძალისხმევით იმერეთი და ქუთაისი უნდა გახდეს მიმზიდველი, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ჩვენი უცხოელი ტურისტებისთვის” - ზვიად შალამბერიძე.
 
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ. კომპანიები და სასტუმროები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თუ რა ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე იმერეთის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით.
 
შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი და თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.
 
შეხვედრა იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ჩართულობით გაიმართა.