სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ცნობილი ქართველი სუმოისტის თეიმურაზ (გაგამარუ) ჯუღელის საპატიო მიღება გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი, გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის მერი ესწრებოდნენ.
მხარეებმა ქართველი სპორტსმენის მიღწევებსა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. გაგამარუ იმერეთის გუბერნიას იაპონურ მხარესთან თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში დახმარებას დაპირდა.
გაგა ჯუღელი (გაგამარუ), მესამე ქართველი სუმოისტია, რომელიც 2009 წლიდან ელიტარულ სუმოში გამოდის და სეკიტორის საპატიო სახელსაც ატარებს. ის ამჟამად უმაღლეს დივიზიონში 42 საუკეთესო სუმოისტს შორის ირიცხება.
კარიერის მანძილზე გაგამარუს 2-ჯერ აქვს მიღებული მებრძოლი სულის გამოვლენისათვის დაწესებული პრიზი – კანტო-შო, ერთხელ ფლობდა უმაღლესი დივიზიონის ვიცე-ჩემპიონის სტატუსს, ხოლო ერთხელ კომუსუბის მეტად პრესტიჟული ტიტულიც უტარებია, რომელიც რანგით მეოთხეა სუმოს იერარქიაში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |