სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

20 მარტი, 2023
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს ტუო შის შეხვდა და ქუთაისის ტურისტულ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პოტენციალის შესახებ იმსჯელს.
 
მსოფლიო ბანკის პროექტი მიზნად ისახავს ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შეფასებას 5A მეთოდოლოგიის გამოყენებით.
 
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს იმერეთში ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე.
 
,, ტურიზმი ქუთაისისთვის და ზოგადად იმერეთისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი პრიორიტეტი არის რეგიონში ტურიზმი განვითარდეს არა ქაოტურად, არამედ სტრატეგიის შესაბამისად. ამ ეტაპზე ქუთაისი სრულად ვერ პასუხობს ყველა გამოწვევასა და მოთხოვნას, რაც საჭიროა ტურისტების გაზრდილი ნაკადის მისაღებად. ვგულისხმობ, როგორც ინფრასტრუქტურას ასევე სასტუმროების რაოდენობასა და მომსახურების მაღალ სტანდარტს.
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს. გარდა ცენტრალური ბიუჯეტისა ამ მიმართულებით იმერეთში პროექტები ფინანსდება სხვადასხვა ფონდებიდან, მათ შორის საპილოტე პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებითაც ხორციელდება. ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტია ქუთაისში ბრენდირებული სასტუმროს აშენება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. რაც შეეხება მომსახურების მაღალ სტანდარტს რეგიონში ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებლები, რომელთა სასწავლო კურსები ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულებით მოამზადონ კადრები, მათ შორის მომსახურების სფეროში.
 
იმერეთი მზად არის ჩაერთოს მსოფლიო ბანკის პროგრამაში, მოხდეს ტურისტული პოტენციალის შეფასება, რეკომენდაციების გათვალისწინება და შემდეგ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება” - ზვიად შალამბერიძე.
მსოფლიო ბანკის პროექტი საქართველოს ორ ქალაქში, ქუთაისსა და რუსთავში ხორციელდება.