სიახლეები

ქუთაისში რეზო ჩხეიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

9 ივნისი, 2015

ქუთაისში ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა ხანანაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ სახლზე განთავსდა, სადაც რეზო ჩხეიძე მამასთან, მწერალ დია ჩიანელთან (დავით მხეიძესთან) ერთად ცხოვრობდა. 

მემორიალური დაფა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საზეიმოდ გახსნეს. ადგილზე რეზო ჩხეიძის ნათესავები და რეჟისორის შემოქმედების თაყვანისმცემლები იყვნენ შეკრებილები.

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა მოეწყო. წიგნს თან ახლდა ფილმ ,,ჯარისკაცის მამის'' კომპაქტ დისკი (ფერადი ვერსია). წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა კი რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება. ოპერის თეატრში ცნობილი რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაციაც გაიმართა.