სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონების პროექტების მონიტორინგის სამსახურის უფროსი - მინდია ღლონტი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი გიორგი როინიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები და მუნიციპალიტეტის გამგებლები ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებთან ერთად.
მხარეებმა 2015 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებსა და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. იმერეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის გამგებლებს პროექტების შესრულების ეტაპზე, ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი ადილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები მისცეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |