სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ოფიციალური ვიზიტით ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკში იმყოფებოდა

15 თებერვალი, 2023
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური მიწვევით ისრაელის ქალაქ, კირიათ ბიალიკში იმყოფებოდა.
 
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წარმომადგენლებმა კირიათ ბიალიკის ინდუსტრიული ზონა მოინახულეს, სადაც ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა პროფილის საწარმოების მუშაობის სპეციფიკას. დაათვალიერეს ერთ - ერთი საწარმოს ბაზაზე არსებული პროფესიული კოლეჯი. სასწავლო პროცესის გაცნობის შემდეგ დაიგეგმა, სამომავლო თანამშრომლობა აღნიშნულ სასწავლებელსა და ზესტაფონში არსებულ პროფესიულ კოლეჯ "კონსტრუქტ 2 "- ს შორის.
 
დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის კულტურული და სოციალური ხასიათის ღონისძიებებში. დელეგაციის წევრებთან ერთდ, ღონისძიებებს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშთა საგანმანათლებლო დაწესებულებები. ადგილობრივი სერვისების გასაცნობად სტუმრობდნენ მოსახლეობის მომსახურების ცენტრს.
 
საქართველოდან დელეგაციის მიწვევა, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქის, კირიათ ბიალიკის წარმომადგენლებმა, საგანგებოდ დაამთხვიეს საქართველოდან - ისრაელში ებრაელთა დაბრუნების 50 წლისთავს.
 
ზესტაფონსა და კირიათ ბიალიკს შორის მეგობრობას 80 - იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ ქალაქს შორის 2007 წელს გაფორმდა.