სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში ილიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით, სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი და ასევე, იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იმ კულტურულ–სპორტული ღონისძიებების შესახებ წარმოადგინეს ინფორმაცია, რომლებიც ოლიმპიური ცეცხლის შემოტანის დღეს არის დაგეგმილი იმერეთის ქალაქებსა და რაიონებში. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ კი მხარეებს ოლიმპიური ცეცხლის ცერემონიალის ორგანიზებულად ჩატარებისთვის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.
ოლიმპიური ცეცხლის შემოტანის ესტაფეტა საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დაიწყება 17 ივნისს და 25 ივნისამდე იმერეთის ყველა რაიონს შემოივლის.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |