სიახლეები

თერჯოლის ცენტრს პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა

9 თებერვალი, 2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
 
იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ თერჯოლაში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია.
 
პროექტი მოიცავდა ქალაქ თერჯოლაში რუსთაველის ქუჩის განახლებას.
 
მოხდა 7 შენობისა და 2 პარკის რეაბილიტაცია.
 
„განახლებული რეგიონების“ პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
 
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.