სიახლეები

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა

28 იანვარი, 2023
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა.
 
წარმოდგენილი იქნა თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, ანჟეი სარამონოვიჩის პიესა "ტესტოსტერონი".
 
პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდა.
 
სპექტაკლში სიუჟეტი ვითარდება რესტორანში, სადაც საქორწილოდ გაშლილ სუფრას მხოლოდ შვიდი მამაკაცი შემორჩა. საყვარელი ქალისაგან საკურთხეველთან მიტოვებულ სასიძოს ნათესავები და მეგობრები ამხნევებენ.
სპექტაკლში მონაწილეობენ: აბელ სოსელია (კორნელი), ბაქარ დეისაძე (ფისტაჰი), სულხან გოგოლაშვილი (სტავროსი), გია საგინაშვილი (ტრეტინი), ლექსო ჩემია (იანისი), ნიკა ნელაძე (ტიტუსი), იოანე იმედაძე (ჭია), სოფიო ჩირაძე (ქალი).
 
"ტესტოსტერონი" მესხიშვილის თეატრში დადგმული ნინო მაღლაკელიძის რიგით მეორე სპექტაკლია. მისმა პირველმა სპექტაკლმა - "ქარი ქრის ვერხვებში" თეატრალური საზოგადოების აღიარება მოიპოვა.
 
სპექტაკლის ნახვა ასევე შესაძლებელი იქნება 29 და 31 იანვარს.