სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმოდ დაიხურა იმერეთის თეატრალური ფესტივალი, რომელიც 14 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის დასკვნით საღამოს რეგიონის თეატრალებსა და შეკრებილ საზოგადოებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია მიესალმნენ.
ფესტივალზე, სადაც იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას, გრან-პრი ჭიათურის ა. წერეთლის სახელმწიფო თეატრს მიენიჭა. მუნიციპალიტეტი თეატრალურ იმერეთზე მიხეილ ჯავახიშვილის "მუსუსით" იყო წარმოდგენილი. გამარჯვებული თეატრი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დააჯილდოვა. ფესტივალის ჟიურიმ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოავლინა, რომლებსაც სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი პრემიები გადაეცათ.
თეატრალური იმერეთი რეგიონში უკვე მეხუთედ ჩატარდა და მისი ორგანიზატორები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ქალაქ ქუთაისის მერია არიან.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |