სიახლეები

ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

25 იანვარი, 2023
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებთან საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.
 
ონლაინ შეხვედრაზე იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საგრანტო კონკურსის - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორის (CESL) ფარგლებში მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი საპროექტო იდეები განიხილეს.
 
მათ შორის იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის (GIZ) საპროექტო იდეაზე. კონკრეტულად დაბა ხარაგაულში, ღია ესტრადის შენობის რენოვაციასა და ინვენტარით აღჭურვის შესახებ. ეს არის (GESL) -ის საპროექტო პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ემსახურება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
 
ასევე, განიხილეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საპროექტო იდეა, რომელიც მოიცავს საჩხერე-ონის საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. აღნიშნული პროექტი ემსახურება ტურიზმის განვითარებას საჩხერის მუნიციპალიტეტში.