სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის 7 მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დილიდან შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია და შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. ასევე მუნიციპალიტეტებში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ლოკაციებზე გადიან და აწარმოებენ ზარალის დათვლას. გარდა ამისა მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ პრობლემის შემთხვევაში დარეკონ.
ძირითადად, მუნიციპალიტეტებში ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროენერგიის ბოძები და შენობებს გადახადა სახურავები.
რეგიონის მასშტაბით ყველა სპეციალური სამსახური სრულ მზადყოფნაშია, რათა საჭიროების დროს, დაუყონებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და სათანადო დახმარება გაუწიონ მოსახლეობას.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა: ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ტყიბულში, თერჯოლასა და საჩხერეში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |