სიახლეები

სამტრედიაში მცხოვრები ორი სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალ სახლში იცხოვრებს

5 იანვარი, 2023
კახი კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ჭაფოძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი შეუძინა. მან ოჯახს გასაღები წინასაშობაო კონცერტზე გადასცა.
 
სამტრედიაში მცხოვრები ჭაფოძეების ოჯახისთვის უსახლკაროდ ცხოვრების ოცი წელი დასრულდა. ოჯახმა ერთადერთი უძრავი ქონება მკურნალობის მიზნით გაყიდა. მას შემდეგ ახლობლებთან, ხან კიდევ ქირით ცხოვრობდნენ. ისინი დღეიდან მშობლიურ ქალაქში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე სახლში იცხოვრებენ.
 
დღეს კიდევ ერთ ოჯახს გადაეცა სახლის გასაღები. ბიზნესმენმა ლევან თარგამაძემ მამა ექვთიმეს (ჩაჩუა) 7 შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი შეუძინა.
 
წინასაშობაო კონცერტს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.