სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

29 დეკემბერი, 2022
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
 
კადეტებს დამდეგი შობა-ახალი წელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.
 
ღონისძიებაზე სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით დატვირთული მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს.