სიახლეები

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

24 დეკემბერი, 2022
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
 
დღესვე ქუთაისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს შეუერთდა.
 
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა საახალწლო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვები, კონცერტები. საბავშვო სივრცეებში პატარებს სთავაზობდნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებს, საჩუქრებს არიგებდა თოვლის ბაბუა.
 
24 დეკემბრის საახალწლო ღონისძიებები ჯგუფ “New One”-ის კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.