სიახლეები

ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართა

17 დეკემბერი, 2022
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა -კონცერტი გაიმართა.
 
კონკურსის დახურვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდნენ.
 
ქუთაისის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ფორტეპიანოს პროფილით სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, ქართული საკომპოზიტორო სკოლის და პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს მიეძღვნა.
 
ჟიურის წევრებმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. კონკურსის ფარგლებში ჩატარდა საჯარო მასტერკლასები.
 
კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ააიპ ,,არტ-ლიგა“, გენერალური სპონსორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.