სიახლეები

გამოფენა - ,,საქართველო XVI - XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე”

16 დეკემბერი, 2022
,,საქართველო XVI - XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე” - ამ სეხელწოდებით გამოფენა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
 
გამოფენას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამი ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იყო XVI-XVIII საუკუნეების ის ჰოლანდიური რუკები და გეოგრაფიული გრავიურები, სადაც საქართველო და ქართველები არიან წარმოდგენილი. სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული 26 რუკა და გრავიურა წარმოაჩენს, რომ ისტორიულად შავი ზღვა აკავშირებდა საქართველოსა და ევროპას და ხაზს უსვამდა ე.წ. ,,დაკავშირებულობის“ იდეის მნიშვნელობას.
 
აღნიშნული გამოფენა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
 
ღონისძიება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და ღია სივრცე კავკასიის (COS) ორგანიზებით ჩატარდა.