ხარაგაულობის სახალხო დღესასწაული ახალი პროექტების გახსნით დაიწყო. 9 აპრილის სკვერში ცნობილი მწერლის, დრამატურგის, მეცენატის, საზოგადო მოღვაწის - კიტა ბუაჩიძის ბიუსტი გაიხსნა.
დღესვე, გაიხსნა ახლად რეაბილიტირებული დევების მონუმენტი და მიმდებარე სკვერი.
ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. საპატიო ხარაგაულელის სტატუსი მიენიჭა იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძეს.
,,ხარაგაულობა 2022”-ის ფარგლებში გაიმართა თეატრალიზებული პერფომანსი, ასევე წარმოდგენილი იყო ისტორიული მუზეუმის ფოტოგამოფენა ,,ძველი ხარაგაული“.
მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო ხარაგაულის სოფლების შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები , ადგილობრივი სოფლის ნობათი და კულინარიული ნაწარმი.