სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

21 ნოემბერი, 2022
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ასევე კახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და სამტრედიის, ტყიბულის, ოზურგეთის, ონის, ყვარლის და საგარეჯოს მერები სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის სამინისტროს, ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
 
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პოლონურ გამოცდილებასთან გაცნობა, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური გათანაბრების (კოჰეზიის) პოლიტიკის უახლესი მიდგომების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა.
 
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელებაში სოციალური ჩართულობის, გენდერული თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების ინტეგრირების მნიშვნელობას და პოლონურ პრაქტიკას.
 
სამუშაო ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.