ღონისძიებაზე წლის ფერმერები 12 ნომინაციაში (წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი, გმირობის ნაყოფი) გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, დიპლომები გადაეცათ.
ღონისძიებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსში მონაწილე ფერმერები, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.
თითო ნომინაციაზე წარდგენილი 3 ნომინანტიდან (ჯამში 12 ნომინაციაზე 36 ფერმერი) გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა.
დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ფერმერთა პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან პარტნიორობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ 20 ნოემბერი ფერმერის დღედ 2015 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ყოველწლიურად აღინიშნება.
ფერმერის დღის ფარგლებში, ქართული აგროპროდუქტის გამოფენა გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ (მე-6 პავილიონი) ტერიტორიაზე გაიმართა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association
US Embassy Tbilisi, Georgia
USAID/Georgia
FAO Georgia
სოფლის განვითარების სააგენტო - Rural Development Agency
იმერეთის მხარე
გურიის მხარე
ქვემო ქართლის მხარე
კახეთის მხარე
მცხეთა-მთიანეთის მხარე
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო