სიახლეები

ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხანაში ექსპერიმენტალური ღუმელი გაიხსნა

7 ნოემბერი, 2022
ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხანაში ექსპერიმენტალური ღუმელი გაიხსნა.
 
ექსპერიმენტალური ღუმელი უნიკალური პროდუქციის, კრისტალური სილიციუმის ტექნოლოგიის ათვისებას შეუწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმო გაზრდის თავის წარმოებას ახალი მიმართულებებით.
 
მეორე საამქროში ექსპერიმენტალური ღუმელის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხელისუფლებისა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
 
ასევე, იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ, ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ, მეტალურგებს პროფესიული დღე მიულოცეს.
 
,,ყველა მეტალურგს ვულოცავ პროფესიულ დღეს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ჩვენს რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. მისასალმებელია, რომ ყოველწლიურად ქარხნის საქმიანობა იზრდება და კიდევ უფრო წარმატებული ხდება, რაც აისახება ჩვენს თანამოქალაქეებზე ვინც უკვე დასქმებულია. კომპანიის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯები დამატებით კიდევ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“ - ზვიად შალამბერიძე.
 
კომპანიამ გარემოს დაცვის მიმართ თავისი წილი პასუხისმგებლობის გაზიარების მიზნით და უკეთესი ეკოსისტემის შექმნისთვის, გამწვანების აქციაც მოეწყო, სადაც ზესტაფონის მასშტაბით 500 ძირი იფანი, ტუია და სხვა ხე მცენარეები დაირგო.
 
მეტალურგის დღის აღნიშვნა ტრადიციულად უკავშირდება ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის გიორგი ნიკოლაძის სახელს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოში, პირველი სადნობი საცდელი ღუმელი აშენდა.