სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი მიიღო

27 ოქტომბერი, 2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი მიიღო. ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებაზე იმსჯელეს.
 
,, მადლობას გიხდით, რომ რეგიონული ვიზიტის ფარგლებში პირველად იმერეთში ჩამობრძანდით, ეს პირადად ჩემთვის და რეგიონისთვის არის დიდ პატივი. გერმანიის მთავრობის დახმარებით რეგიონში არაერთი პროექტი განხორციელდა და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო იქნება ჩვენი თანამშრომლობა. ოფიციალურად იმერეთის რეგიონი და მასში შემავალი მუნიციპალიტეტები არ არიან დამეგობრებული გერმანიის ქალაქებთან და კარგი იქნება თუ ჩვენ, შევძლებთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
 
ჩვენთვის, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველომ შეასრულოს ყველა ვალდებულება, რაც უკვე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეასრულეს. ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირისკენ და ამ გზაზე გვაქვს გერმანიის გვერდით დგომის იმედი“ - ზვიად შალამბერიძე.
 
შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომელიც დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს მოიცავს. გარდა ამისა ისაუბრა გერმანიის მთავრობის დახმარების სააგენტო ჯიაიზეტთან (GIZ) აქტიურ თანამშრომლობაზე.
 
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა, შეხვედრის დასასრულს სამომავლოდ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.