სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
,,ზესტაფონქალაქობის" 150-ე საიუბილეო წელი სახალხო, კულტურული და მუსიკალური ღონისძიებებით აღინიშნა.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობდა.
,,წელს ზესტაფონი თავისი ქალაქის დღის აღნიშვნას შეხვდა ორდღიანი სახალხო ზეიმით. გუშინ, ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო ფესტივალი ,,სულიკო 2022” და დღესასწაული გაგრძელდა მრავალფეროვანი აქტივობებით მთელი ქალაქის მასშტაბით. ვფიქრობ, საერთო ჯამში კარგი ორდღიანი სახალხო დღესასწაული შედგა ზესტაფონში”-ზვიად შალამბერიძე.
,,ზესტაფონქალაქობის” ფარგლებში გაიმართა ოფიციალური მიღება მუნიციპალიტეტის მერიაში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან, მოეწყო რეწვის ოსტატების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრებისა და კულტურული სივრცეების გამოფენა, გაიმართა იმერული ღვინის დეგუსტაცია, ასევე ე.წ ფაცხებში წარმოდგენილი იყო გასტრონომიული კუთხე.
ღონისძიებების ფარგლებში 9 საპატიო მოქალაქე დაჯილდოვდა, მათ შორის ზესტაფონის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს.
,,ზესტაფონქალაქობის” ფარგლებში ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა და მოწვეულმა შემსრულებლებმა საზოგადოებას საკონცერტო პროგრამა წარუდგინეს.
,,ზესტაფონქალაქობის” 150 წლისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |