სიახლეები

ქუთაისის თოჯინების თეატრის 76-ე სეზონი განახლებულ გარემოში გაიხსნა

7 ოქტომბერი, 2022
დღეს, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრის 76-ე სეზონი გაიხსნა.
 
თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი ახალ სეზონს განახლებულ გარემოში შეხვდა.
 
თოჯინების თეატრს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტუმრობდა.
 
76 - სეზონი უოლტ დისნეის ანიმაციის მიხედვით შექმნილი სპექტაკლით ,,ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ გაიხსნა. დამდგმელი რეჟისორი და მხატვარი ვახტანგ ქორიძეა. სპექტაკლი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
 
ქუთაისის თოჯინების თეატრმა პირველი სეზონი 1946 წლის 31 დეკემბერს გახსნა.