სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "ვანელობა" მასშტაბურად აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებები ვანის ცენტრში დილიდანვე დაიწყო, გაიმართა მკლავჭიდის, ნარდისა და ჭადრაკის ტურნირები, ასევე მოეწყო მძლეოსნური გარბენი, გივი ყიფიანის სახელობის სკვერში კი კონცერტი ჩატარდა.
შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში გადაინაცვლეს, ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე-გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებოდნენ.
დღესვე, ვანის მუნიციპალიტეტში ექვთიმე თაყაიშვილის რეაბილიტირებული ბიუსტი გაიხსნა და კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს საპატიო ვანელის წოდება მიენიჭათ.
"ვანელობა" ქალაქის ცენტრში ღია ცის ქვეშ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.
ვანელობის ტრადიცია 2010 წელს დაიწყო, ეს თარიღი სიმბოლურად დაემთხვა ვანის ცენტრში წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის გახსნას.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |