სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გამართა

5 ოქტომბერი, 2022
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გამართა. გუბერნატორმა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, მერებთან პრობლემურ საკითხებზე იმსჯელა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
 
გუბერნატორმა შეხვედრაზე მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად იმერეთისთვის დაგეგმილია ბიუჯეტის გაზრდა და აღნიშნული თანხით გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების, გაზიფიცირების პროექტები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
 
ზვიად შალამბერიძემ ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საფუძველი ეყრება ფესტივალს, რომელიც ემსახურება ქართველი მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის სამშობლოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული ფესტივალი იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, თერჯოლა, ბაღდათი) გაიმართება. მიზანი იმერული და ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.
 
ღვინის დღეების ფარგლებში, გათვალისწინებულია დღის და საღამოს შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, გათვლილია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე;
 
ღვინის ფესტივალი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას ღვინის სამშობლოში და მიზნად ისახავს, სამომავლოდ, დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიო ღონისძიებების კალენდარში.
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და 12-ვე მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ.