იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 100%-იანი გრანტის მფლობელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს 1918 პირველკურსელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 100%-იანი გრანტი -13 -მა, 70%-იანი გრანტი - 39-მა, 50%-იანი გრანტი კი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.
ქუთაისის სახელმწიფო უნუვერსიტეტი არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილეა. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები: საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში, ესწრებიან საჯარო ლექციებს, მოწვეული სპეციალისტების მასტერკლასებსა და ვორქშოპებს. ასევე, სტუდენტები მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში და საერთაშორისო კონკურსებში. გარდა ამისა, უნივერსიტეტს ყავს სხვადასხვა სპორტის სახეობაში გუნდები, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ ტურნირებსა და ჩემპიონატებში.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.