იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტ გუნარ შელენბერგერს შეხვდა.
მხარეებმა არსებულ და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. ზვიად შალამბერიძემ ყურადღება გაამახვილა იმერეთის რეგიონსა და გერმანიის მხარე საქსონიას დამეგობრებაზე, ასევე ქალაქ ქუთაისსა და მაგდებურგის ურთიერთთანამშრომლობაზე.
,,მიხარია, რომ ჩვენს რეგიონს ესტუმრეთ და დაინტერესდით იმერეთით. ეს რეგიონი ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. კონკრეტულად, ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია და 3500 წელზე მეტს ითვლის, არის დიდი ისტორიის მქონე და გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების სიმრავლით. ტურისტებისთვის ქუთაისი ნამდვილად მიმზიდველი და საინტერესოა. ასევე აღსანიშნავია საგანმანათლებლო მიმართულების კიდევ უფრო განვითარებისთვის მიღებული გადაწყვეტილება და საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება ქუთაისში. ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიქმნა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად.
ასევე აღსანიშნავია, რომ მაგდებურგი არის ისტორიული ქალაქი, ბევრი საინტერესო ძეგლით და ლოკაციით. გარდა ამისა ქალაქში არის მაგდებურგის უნივერსიტეტი, რომელიც წარმატებით პოზიციონირებს. ვფიქრობ, რომ ორი ქალაქის (ქუთაისი, მაგდებურგი) დამეგობრება იქნება საუკეთესო საშუალება ამ და სხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების კუთხით”-ზვიად შალამბერიძე.
საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტმა იმერეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და გამოთქვა მზაობა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და დამეგობრებაზე.