სიახლეები

სამუშაო შეხვედრა რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან

1 სექტემბერი, 2022
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრის დროს მიმოიხილეს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი სხვადასხვა მიმართულების პროექტები, მათ შორის საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტს „განახლებული რეგიონები“ და სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.