არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსული 200 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელი, ბლოგერი და ინფლუენსერი აგრძელებს იმერეთში მოგზაურობას.
მათ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს, ასევე იმყოფებოდნენ საირმეში. ტურისტული პროგრამის ფარგლებში გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსაც.
სამი დღის განმავლობაში იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება.
„GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ პროექტის ფარგლებში იმერეთს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ინფლუესერები 20 ქვეყნიდან სტუმრობენ. თანამედროვე სტანდარტების პროექტი ზუსტად არის გათვლილი მოულოდნელობის ეფექტსა და მოგზაურობის მოყვარულთა ემოციებზე.
პროექტის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციაა. პროექტით გათვალისწინებულია იმერეთის შესახებ სხვადასხვა ვიდეორგოლების გადაღება, რომელიც ინფორმაციასთან ერთად განთავსდება საერთაშორისო მედია პლატფორმებზე, გაზიარებული იქნება შერჩეული აპლიკანტების სოციალურ ქსელებში, რომელთა ჯამური გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია.
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველოა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი „Let’s GET LOST with WIZZAIR“ – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ განხორციელდა.