გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მერმა გენადი ბალანჩივაძემ სოფელ ფარცხანაყანევში, სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.
სოფელ ფარცხანაყანევში, ფერმერმა გივი ბურჯანაძემ სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, 150,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 99,000 ლარი სახელმწიფოს მხარდაჭერა, შეღავათიანი აგროკრედიტია.
აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს. ეს პროექტები ითვალისწინებს ფერმერების როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური და მარკეტინგული მიმართულებებით მხარდაჭერას. ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარებისთვის 132 მლნ ლარის ღირებულების 1600-ზე მეტი სესხია გაცემული, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 21 მლნ ლარზე მეტია.
იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 37 მლნ ლარის ღირებულების 700-ზე მეტი სესხი, სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 6 მლნ ლარზე მეტია.