გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში კაკლის ბაღი დაათვალიერეს.
პროგრამით „დანერგე მომავალი“ კაკლის ბაღი ფერმერმა კობა ჭულუხაძემ 9 ჰექტარზე გააშენა; სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 48,550 ლარია.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაკლოვან კულტურებს, ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით 8,455 ჰა -ზეა გაშენებული. თანადაფინანსება 39,166,940 ლარს შეადგენს.
იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 1.2 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან კაკლოვნები 207 ჰა -ზეა გაშენებული, თანადაფინანსება კი - 863,839 ლარია.