სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის დაფინანსებით, მხარს უჭერს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების მომზადების, განხორციელებისა და მართვის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
პროექტის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და აღნიშნული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ყურადღება გაამახვილა გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ნინო კაკუბავამ.
UNDP-ის პროექტის „EU4ITD - დეცენტრალიზებული, ეფექტური და ინკლუზიური მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერიების თანამშრომლებისთვის პროექტების მართვის საკითხებზე ტრენინგი იმართება.
პროგრამის ფარგლებში შემდეგ ეტაპზე, შეირჩევა ორი მუნიციპალიტეტი, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების მოსამზადებლად გაეროს განვითარების პროგრამისგან დაფინანსებას მიიღებენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |