სიახლეები

,,ღია დიალოგი ბიზნესთან“ - შეხვედრა მეწარმეებთან

9 აგვისტო, 2022
,,ღია დიალოგი ბიზნესთან“ - ფორმატის ფარგლებში, სავაჭრო პალატამ მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერი საგრანტო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
 
იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფისში გამართულ შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე დაესწრო და ბიზნეს სექტორთან სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნესის მხარდამჭერ საგრანტო პროექტებს. მოეწყო პრეზენტაციები სოფლის განვითარების სააგენტოს, ,,აწარმოე საქართველოში’’, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის პროგრამების შესახებ.
 
მეწარმეებმა მათთვის საჭირო კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, ისაუბრეს ბიზნესის არსებულ გამოწვევებზე, რათა მოხდეს დონორებთან და შესაბამის უწყებებთან პრობლემური საკითხების მიტანა და ბიზნესის ხელშეწყობა.