სიახლეები

რეგიონული ფორუმი - მუნიციპალური განვითარების ახალი გზები და ურბანული გარდაქმნის ინოვაციური მეთოდები

28 ივლისი, 2022
მუნიციპალური განვითარების ახალი გზები და ურბანული გარდაქმნის ინოვაციური მეთოდები - აღნიშნულის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების წარმომადგენლებმა, ქუთაისში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პროგრამის მენეჯერი ტიბო შარლე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ანა ჩერნიშოვა, M4EG რეგიონული მენეჯერი თინა სტოუმი, M4EG პროექტის მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
 
შეხვედრა მიზნად ისახავს მუნიციპალური განვითარების ახალ გზებზე მსჯელობას, მდგრადი სისიტემების დანერგვისა და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნის შესაძლებლობების გამოვლენას, ასევე მზარდი გამოწვევების დაძლევის გზების განხილვას.
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მუნიციპალიტეტები ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებენ გამოწვევების საპასუხოდ. ძირითადად ყურადღება გამახვილდა ორი ინოვაციური მიდგომის - ,,მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებისა“ და ,,ურბანული ხედვის“ დანერგვაზე.
 
პროექტში იმერეთის მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართულები. მერებმა ამ მიმართულებით თავისის საქმიანობის მიმდინარე შედეგები წარმოადგინეს.
 
კონფერენცია „Show&Tell (მაჩვენე და მიამბე)“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის - “მერები ეკონომიკური განვითარებისთვის” (M4EG) ფარგლებში გაიმართა.