სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან.ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. სტუმრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. პრემიერ-მინისტრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოვიდა და თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შსს–ს სამინისტროს თანამშრომლებს პოლიციელის დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი ავტოპარკი, ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |