სიახლეები

ზვიად შალამბერიძე: იმერეთში დამატებით 32 000 000 ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

22 ივლისი, 2022
იმერეთის რეგიონში დამატებით 32 000 000 ლარის ღირებულების 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მუნიციპალიტეტების მერებს მიაწოდა.
სამხარეო საკოსულტაციო საბჭოს სხდომაზე იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც 12-ვე მუნიციპალიტეტში დამატებით რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. ასევე, ონლაინ შეხვედრაზე იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში მიმდინარე პროექტზე ისაუბრა და ამ მიმართულებით მერებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტების (სამტრედია ხონი, ტყიბული, ხარაგაული) მერებმა რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს. ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ პროექტებს საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.