სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა

22 ივლისი, 2022
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ლელა ჯანაშვილს შეხვდა, სადაც ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობას გაესვა ხაზი.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებს, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, მისი, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებს და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრის შემაჯამებელ ნაწილში კი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ არაერთ პრაქტიკულ საკითხზე და სამსახურთან თანამშრომლობის საჭიროებაზე გამახვილდა ყურადღება.
დღესვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.